ბათუმში საერთაშორისო სასტუმროების ბრენდის, ibis Styles-ის პირველი ობიექტი გაიხსნა

ბათუმში საერთაშორისო სასტუმროების ბრენდის, ibis Styles-ის პირველი ობიექტი გაიხსნა.

სასტუმრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ბოლო წლების განმავლობაში, ბათუმი მართლაც გადაიქცა ევროპაში წამყვან ტურისტულ და საინვესტიციო მიმართულებად. ძალიან მახარებს, რომ ბათუმში ინტენსიურად იხსნება ახალი ტურისტული ობიექტები, ახალი სასტუმროები, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქალაქმა ღირსეულად უმასპინძლოს ვიზიტორებს მზარდი ტურისტული ნაკადების ფონზე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ახალი სასტუმროს კონცეფცია მთლიანად სპორტულ თემატიკაზეა აგებული. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 15 მლნ დოლარს შეადგენს. დასაქმდა 50-ზე მეტი ადამიანი. ibis Styles სტუმარმასპინძლობის სექტორში წამყვანი საერთაშორისო კომპანიის - Accor-ის ბიუჯეტური სასტუმროების ბრენდია, რომელიც არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ibis Styles Batumi შავი ზღვის სანაპიროზე Accor-ის პირველი სასტუმროა.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს