ისრაელ კაცი ირანზე - რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს

ისრაელი მზადაა, ლიბანის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, თუ დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას გააგრძელებს, - ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი გაერო-ში ირანის მისიის განცხადებას, რომ თუ ისრაელი ლიბანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას წამოიწყებს, განადგურების ომი დაიწყება.

“დღეს ირანი იმუქრება ისრაელის განადგურებით, თუ ისრაელი სრულად უპასუხებს “ჰეზბოლას” თავდასხმებს ლიბანიდან. ჩემი პასუხი ირანისთვის ნათელია: თუ „ჰეზბოლა“ არ შეწყვეტს ცეცხლს და არ დატოვებს სამხრეთ ლიბანს, ჩვენ ვიმოქმედებთ მის წინააღმდეგ მთელი ძალით, სანამ უსაფრთხოება არ აღდგება და მოსახლეობა საკუთარ სახლებში არ დაბრუნდება“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, „რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს“.

ცნობისთვის, ლიბანზე თავდასხმის შემთხვევაში ირანი ისრაელს „განადგურების ომით“ დაემუქრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ირანი ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას განახორციელებს, დაიწყება განადგურების ომი. ყველა ვარიანტი, მათ შორის წინააღმდეგობის ყველა ფრონტის სრული ჩართვა, მაგიდაზეა“, - განაცხადა გაერო-ში ირანის წარმომადგენლობამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება