საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ მოქალაქეებს ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველო-ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

მათივე ცნობით, ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა.

„ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მატჩის დასრულების შემდეგ კი, მოქალაქეებს ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაუპირისპირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება