ნიკოლოზ სამხარაძე - წლებია მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მოლაპარაკებები, თუმცა სამშვიდობო პროცესის დარეგულირება მაინც ვერ ხდება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ბუქარესტში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტს.

ინფორმაციის მიხედვით, თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და არსებულ გამოწვევებზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან კვლავაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის 20% და 300 000-მდე ადამიანია დევნილი.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების ნაწილი კვლავაც არ იყენებს ტერმინს- ოკუპაციას.

„წლებია მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მოლაპარაკებები, მათ შორის, ეუთო- თანათავმჯდომარეობით, თუმცა სამშვიდობო პროცესის დარეგულირება მაინც ვერ ხდება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, გამოსვლის დასასრულს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი ქმედითობისკენ მოუწოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს