სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბაობა 2024“ აღინიშნა

დიდი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 366 წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბაობა 2024“ აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ ქართული საბრძოლო ხელოვნების სპექტაკლს, ასევე, კონცერტს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. ფესტივალის ფარგლებში, აგრეთვე, მოეწყო ადგილობრივი ნაწარმისა და რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ინფორმაციის თანახმად, წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის, ინიციატივით, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, რომელიც ტრადიციად იქცევა. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ია სვანიძის, ინიციატივით, ასევე, დაჯილდოვდნენ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი პედაგოგები.

ფესტივალი დახურა გორის ქალთა გუნდმა თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით.

„დღეს სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბაობა 2024“ მასშტაბურად აღინიშნა. სულხან-საბა ორბელიანი ერთ-ერთი გამორჩეული და ყველასთვის საამაყო ქართველი მოღვაწეა, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ წელს „საბაობა“ განსხვავებული ფორმატით, ფესტივალის სახით, აღინიშნა. სიახლე გვაქვს იმ კუთხითაც, რომ მიმდინარე წლიდან ფესტივალის განუყოფელ ნაწილად იქცევა წარჩინებული კურსდამთავრებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია. დღეს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილ პედაგოგებს. ჩვენთვის მეტად საამაყოა, რომ მუნიციპალიტეტს ამდენი წარმატებული პედაგოგი და მოსწავლე ჰყავს.

მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ვისურვებდი, რომ არასდროს დაგვვიწყებოდეს საბას ღვაწლი და ღირსეულად გაგვეგრძელებინოს მისი გზა“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება