უკრაინელი დეპუტატი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია გენოციდად აღიარა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების აუცილებელი წინაპირობა რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაციაა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრზე, სახალხო დეპუტატ პაველ ფროლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა და ორგანიზაციის ყველა წევრს მოუწოდა, წვლილი შეიტანონ ყირიმის და უკრაინის ყველა სხვა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციაში "მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერის გზით.

დოკუმენტი, ასევე, მხარს უჭერს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას აგრესიის დანაშაულისთვის, კერძოდ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გზით და გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების მექანიზმის სწრაფ ამოქმედებას.

გარდა ამისა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის წინააღმდეგ სანქციებს და საერთაშორისო კოალიციის შექმნას უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად. ასევე მოუწოდა უკრაინელი ომის ტყვეების, მშვიდობიანი მოსახლეობის და ბავშვების გათავისუფლებისკენ.

შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია რუმინეთში 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით იმართება. რუმინეთის ხელისუფლებამ რუსეთისა და ბელარუსის დელეგაციებისთვის ვიზების გაცემაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მოსკოვში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებაზე ალაპარაკდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება