მარნეულის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ „მედიკანა ჰოსპიტალსის” წარმომადგენლობასთან შეხვედრა გამართეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს სს „მედიკანა ჰოსპიტალსის" საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, მეჰმეტ ფათიჰ თურანთან.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ შეხვედრას ასევე ესწრებოდა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, მამუკა შუბითიძე და სს „მედიკანა ჰოსპიტალსის" საქართველოს წარმომადგენლობის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჯარიაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება