ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის პოზიცია უკრაინის ნატო-ში არ მიწვევასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერების პოლიტიკისთვის შეუსაბამოა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის ნატო-ში არ მიწვევასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერების პოლიტიკისთვის შეუსაბამოა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, The Philadelphia Inquirer-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ამჟამინდელი თეთრი სახლი არ არის მზად უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს და დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ არა ნატო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, შესაძლოა, არ დაწყებულიყო.

„მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკა: „ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“. არ ვთვლი, რომ ეს არის მსოფლიო ლიდერების პოლიტიკა. ეს ფრთხილი ნაბიჯებია. ეს არის დანაღმულ ველზე გამნამღმვნელების ნაბიჯები და თუ დღეს ნატო-ში არ გვიწვევენ, ვითხოვთ კონკრეტიკას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა თავის დასაცავად Patriot-ებს, F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებსა და იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ითხოვს.

„ვითხოვთ Patriot-ს, ვითხოვთ საკმარის F-16-ებს, ვითხოვთ იარაღის გამოყენების შესაძლებლობას საკუთარი თავის დასაცავად. თუ ნატო ჯერ კიდევ არ არის მზად ჩვენი დასაცავად და თავის ალიანსში შესაყვანად, მაშინ გთხოვთ, მოგცეთ ყველაფერი, რათა ჩვენ დავიცვათ თავი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება