„მადლობა ქართული სასწაულისთვის“ - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ასპარეზობა ფოიერვერკით აღინიშნა

მადლობა ქართული სასწაულისთვის - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებული ასპარეზობა ფოიერვერკით აღინიშნა.

მასშტაბური ფოიერვერკი მთაწმინდაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო.

"ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ მიღწეულ ისტორიულ შედეგებს მიეძღვნა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. მატჩის პირველ ტაიმში, სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა შეაგდო. ესპანეთის მხრიდან კი პირველი გოლი საქართველოს კარში შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე გავიდა. ესპანელებმა მატჩის მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ, ანგარიში ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს