პრემიერი - ისტორია დაიწერა, პირველად 30 წლის თავზე, ჩვენი ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველივე ჩემპიონატზე მოხვდა ევროპის 16 საუკეთსო გუნდს შორის, მადლობა ბიჭებს

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბიჭებს, ვნახეთ და პირადადაც გადავუხადეთ მადლობა, ზღაპარი გვაჩუქეს ამ დროის განმავლობაში მთლიანად ხალხს და ძალიან დიდი სიხარული და სიამაყის განცდა მიანიჭეს თითოეულ ჩვენგანს, მადლობა ბიჭებს კიდევ ერთხელ ამ ყველაფერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიოლნში, საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დაიწერა იტორია, ვინაიდან 30 წლის თავზე, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველივე ჩემპიონატზე ევროპის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

„პოზიტიური ემოციებით ვარ დამუხტული თავიდან ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ დასანანი მარცხი გვქონდა. ყველამ იცის, რომ ესპანეთი არის ევროპის თუ არა საუკეთესო, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდი. აქედან გამომდინარე, ეს თამაში იყო რთული, მაგრამ ბიჭებმა ამ თამაშშიც ჩადეს ყველაფერი და მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნით მათ. ეს არის ისტორია პირველ რიგში, ისტორია დაიწერა. პირველად 30 წლის თავზე, ჩვენი ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველივე ჩემპიონატზე მოხვდა ევროპის 16 საუკეთსო გუნდს შორის, გავიდა ქვეჯგუფიდან. ეს არის ისტორია და ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ფეხბურთმა გადადგა ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი წინ. ხშირად საუბრობენ ხოლმე კლასის მომატებაზე. კლასის მომატება შეუძლებელია ასეთი ტურნირების გარეშე. ამ ტურნირში მონაწილეობა და პირველი წარმატება ნიშნავს იმას, რომ კლასის თვალსაზრისით დღეს ვართ უფრო წინ, ვიდრე ვიყავით გუშინ. აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით ისტორიული იყო ეს ჩემპიონატი, რომელშიც ბიჭებმა ასე ღირსეულად მიიღეს მონაწილეობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო