ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას, სანამ ომის ყველა მიზანს არ მიაღწევს

ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ღაზაში მანამ, სანამ “ჰამასი” არ აღმოიფხვრება და ომის ყველა სხვა მიზანი მიღწეული არ იქნება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელის მთავრობის მიზნები მოიცავს ღაზის სექტორში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ეს ტერიტორია ისრაელისთვის საფრთხე აღარ იქნება.

„ვისაც ეჭვი ეპარება ამ მიზნების მიღწევაში, ვიმეორებ: გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არ დავასრულებთ ომს, სანამ არ მივაღწევთ ყველა ამ მიზანს“, - დასძინა პრემიერმა.

შეგახსენებთ, აშშ ისრაელს უბიძგებს, ცეცხლის შეწყვეტის სამნაწილიან შეთანხმებას დათანხმდეს, რომელსაც მხარს უჭერს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ეგვიპტე, კატარი და ასევე ევროკომისია.

შეთანხმება მოიცავს რამდენიმე პირობას, მათ შორის ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზის სექტორის ქალაქებიდან, ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ მიწოდებასა და ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას „ჰამასის“ მიერ მძევლებისა და დატყვევებული ისრაელელი ჯარისკაცების დაბრუნების სანაცვლოდ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება