დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება

დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.

„დღეს, სისტემაში დაახლოებით, 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მათგან საშუალოდ 500 ლარით ხელფასი 21 000-მდე მასწავლებელს, 600 ლარით - 8000-მდე, 700 ლარით - 5000 -მდე, 800 ლარით - 3000 - მდე პედაგოგს ეზრდება, რაც ჯამში მასწავლებელთა 70%-ზე მეტს შეადგენს. დაახლოებით, 25% მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400-ლარამდე ეზრდება. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მასწავლებელი არ დარჩება ანაზღაურების მატების გარეშე, მინიმუმ, 200-ლარიანი მატება, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეეხება აბსოლუტურად ყველა პედაგოგს. ასეთია დაახლოებით მასწავლებელთა 5%.

სახელფასო რეფორმის პარალელურად, ასევე იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იქმნება სპეციალური ინკლუზიური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ მოდელს სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშავებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შესაბამისი ბრძანება იხილეთ ბმულზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება