ემანუელ მაკრონი მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ ერთიანობისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანების“ წინააღმდეგ დიდი, დემოკრატიული და რესპუბლიკური ერთიანობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, არჩევნების პირველ ტურში მაღალი აქტივობა ამ კენჭისყრის მნიშვნელობას მოწმობს.

„საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების პირველ ტურში მაღალი აქტივობა მოწმობს ამ კენჭისყრის მნიშვნელობას ჩვენი თანამემამულეებისთვის და პოლიტიკური სიტუაციის გარკვევის სურვილს“, - აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ულტრამემარჯვენეები ახლა "ძალაუფლების კარიბჭესთან" არიან. მისი თქმით, “ეროვნულმა გაერთიანებამ“ მეორე ტურში არცერთი ხმა არ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ 34 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზეა მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტის“ (NFP) კოალიცია, დაახლოებით, 29 პროცენტით, მესამეზე კი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ბლოკი - 20,5-23 პროცენტით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს