26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ ნადირობს ხმებზე, თუმცა ჩვენ „ამნისტიის კანონს“ მხარს დავუჭერთ - როგორ შეიძლება ვინმეს გათავისუფლების წინააღმდეგი ვიყოთ

„ქართული ოცნება" ნადირობს ხმებზე, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, „ამნისტიის კანონს“ მხარს დავუჭერთ - ვნახავთ მუხლებს, რაზეა საუბარი, როგორ შეიძლება ვინმეს გათავისუფლების წინააღმდეგი ვიყოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" არანაირი ჰუმანიტარული მიზნები არ აქვს და „ყველაფერს ეპოტინებიან“.

„ძალიან კარგი წიგნია "ნადირობა ხმებზე". ზუსტად, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, ეს არის ნადირობა ხმებზე. "ქართულ ოცნებას" არანაირი ჰუმანიტარული მიზნები არ აქვს, მას აქვს გადარჩენის მიზნები და ამოცანები და ეპოტინებიან ყველაფერს. "ქართული ოცნების" მხრიდან, ბოლო კუდის მოქნევაა ფაქტობრივად. ამ წუთას რომ გაზომო მათი რეიტინგი 25-30%-ს არ ასცდება და გავეშებულები არიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, იმიტომ რომ ჰუმანიტარული მიზანი არის მიზანი ჩვენთვის. მე ჰუმანურად ვუყურებ ამ საკითხს. უნდა ვნახოთ, ვისზე ვრცელდება ეს ყველაფერი. მე მარტო არ და ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას. იცით, ჩვენ კოალიციაში ვართ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. ამას სჭირდება კოალიციური გადაწყვეტილება," - განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე ფეხბურთის გუშინდელ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ფეხბურთელებმა ბევრი იშრომეს და ახლა გვაქვს დიდი ამოცანა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი".

„ბიჭებმა ბევრი იშრომეს, ბევრი იბრძოლეს. საქართველო გაიყვანეს 16 საუკეთესო ევროპულ გუნდს და ქვეყანას შორის. მადლობა მათ ამ თავდადებისთვის, ბრძოლისთვის. ახლა გვაქვს დიდი ამოცანა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. თითქოს მინიშნება იყო, 4-იანი და 1-იანი არის 41, ეს არის ძალიან ცუდი და ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ. როგორც ერთიანი ვიყავით საქართველოს მხარდაჭერაში, ასევე ერთიანი უნდა ვიყოთ ცვლილებებში. მომწიფდა ცვლილებები და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა