გამოცდების ეროვნული ცენტრი - 2024 წლის გამოცდებისათვის მზადება სრულდება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა საგამოცდო ცენტრებს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრების საგამოცდო მზადება სრულდება. ამჟამად მიმდინარეობს სექტორების საბოლოო მოწესრიგება.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ უკვე ჩატარდა საგამოცდო ცენტრების მოწყობისა და აღჭურვის ღონისძიებები, დასრულდა გაგრილების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო სამუშაოები და ცენტრების კომპიუტერებით აღჭურვის პროცესი. საგამოცდო ცენტრებში ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისათვის, რომ საგამოცდო პროცესი კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.

2024 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება