არჩილ თალაკვაძე ეროვნულ ნაკრებს - მადლობა გამორჩეულად კარგი ფეხბურთისთვის! ევროპულ მოედანზე თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო თანასწორია და საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის კარგი ფეხბურთისთვის და აღნიშნავს, რომ მათ ყველას აჩვენეს ის, რომ საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია.

მისივე თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის სამგზის ჩემპიონს ვეთამაშებოდით, ვის უკანაც გამორჩეული საფეხბურთო სკოლები, უძლიერესი კლუბები, სპორტული ინდუსტრია და სპორტში ჩართული ყველა თაობა დგას - „ჩვენი გზაც ეს არის, სწორედ ამიტომ მიაღწია საქართველოს ნაკრებმა შედეგს და გავიდა ევროპაზე, მოლოდინებს გადააჭარბა“!

„მადლობა გამორჩეულად კარგი ფეხბურთისთვის! ევროპულ მოედანზე თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო თანასწორია და საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია!

პირველი გოლი საქართველოსი იყო. პირველი ტაიმი ფრედ დავასრულეთ. ულამაზესი მომენტები შექმნეს ჩვენმა ფეხბურთელებმა შეტევაში. უძლიერესი დარტყმები მოიგერია ჩვენმა, უკვე ლეგენდარულმა მეკარემ. თამაშებზე საოცარი მუხტი აჩვენეს გულშემატკივრებმა!

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის სამგზის ჩემპიონს ვეთამაშებოდით, ვის უკანაც გამორჩეული საფეხბურთო სკოლები, უძლიერესი კლუბები, სპორტული ინდუსტრია და სპორტში ჩართული ყველა თაობა დგას - ჩვენი გზაც ეს არის, სწორედ ამიტომ მიაღწია საქართველოს ნაკრებმა შედეგს და გავიდა ევროპაზე, მოლოდინებს გადააჭარბა!

ჩვენ მალე დავბრუნდებით! დავბრუნდებით უფრო ძლიერად!“-წერს არჩილ თალაკვაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება