უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - დაკავებულია პროვოკატორთა ჯგუფი, რომელიც უმაღლესი რადას დაკავებას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებიც კიევში არეულობის მოწყობას და უმაღლესი რადას შენობის დაკავებას გეგმავდნენ.

უწყების ცნობით, გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ ჯგუფს ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, რომელიც 2015 წლიდან ანტიუკრაინული საქმიანობითაა ცნობილი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები აპირებდნენ უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის „ხელისუფლებიდან ჩამოშორების“ გამოცხადებას. მათ იმედი ჰქონდათ, რომ აიღებდნენ რადას შენობას და ჩაშლიდნენ მის მუშაობას.

„ხალხის შეკრების მიზნით, ორგანიზატორები კიევის ცენტრში ერთი შეხედვით მშვიდობიანი შეკრების მოწყობას გეგმავდნენ. თუმცა, ღონისძიების მონაწილეთა უმეტესობამ არ იცოდა შეკრების ნამდვილი განზრახვები, ანუ პროვოკაციები. კრიმინალები კიევში მომხდარი არეულობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შიდა და უცხოური მედია რესურსებით გეგმავდნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ეს გამოიწვევდა ჩვენს ქვეყანაში სოციალური და პოლიტიკური ვითარებას რუსეთის ფედერაციის საკეთილდღეოდ დესტაბილიზაციას“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

უწყება დაკავებულების ვინაობას არ ასახელებს და მხოლოდ აცხადებს, რომ მათ შორის არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები კიევიდან და უკრაინის სხვა ქალაქებიდან.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ორგანიზატორების საცხოვრებელი შენობების ჩხრეკისას მათ იპოვეს იარაღი, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები და ასევე ჩანაწერები დანაშაულებრივი ქმედებების მტკიცებულებით.

“დაკავებულებს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 109.1, 109.2 და 109.3 მუხლებით წაუყენეს (მოქმედებები და მოწოდებები ქმედებებისკენ, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი ცვლილებების, დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით) და მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩადენის ყველა გარემოების დადგენისა და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. დამნაშავეებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ქონების ჩამორთმევა ემუქრებათ", - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო