თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანი საზღვაო გადაზიდვების უსაფრთხოების გაუმჯობესებაა, განსაკუთრებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სტამბოლის ინიციატივა, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პირველი დიდი ერთობლივი ქმედება, მიზნად ისახავს შავი ზღვის იმ ნაღმებისგან გაწმენდას, რომელიც იქ ომის შედეგად აღმოჩნდა.

მედია წერს, რომ რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მთავარი მწარმოებლები არიან და ომი საფრთხეს უქმნის ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას. შარშან კიევმა შავი ზღვის ექსპორტის საკუთარი მარშრუტი აამოქმედა მას შემდეგ, რაც რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხო დერეფნის შეთანხმება ჩაიშალა. ამან წარმატებით გაზარდა ექსპორტი და დაეხმარა ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარებულიყო, ვიდრე პროგნოზირებული იყო, მაგრამ მარშრუტი კვლავ სარისკოა. შარშან, უკრაინის ოდესის პორტთან ახლოს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სავაჭრო გემის ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა რამდენიმე დაშავდა. ნოემბერში, შავ ზღვაში უკრაინის პორტიდან გასვლისას აფეთქების შედეგად სასოფლო-სამეურნეო კომპანია Cargill Inc -ის მიერ დაქირავებული გემი დაზიანდა.

უკრაინამ მარტში განაცხადა, რომ შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტი თითქმის ომამდელ დონეს დაუბრუნდა, თუმცა ოდესის ირგვლივ მდებარე პორტები რუსეთის მხრიდან თავდასხმებს ხშირად განიცდიან, რაც მათ საქმიანობას აფერხებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო