გია ვოლსკი - ამნისტიის ინიციატივაზე დიდი ხანია მიდის გუნდში მუშაობა - ნუ დავუკავშირებთ წინასაარჩევნო პერიოდს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დიდი ხანია მმართველი გუნდში “ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღებაზე საუბარი მიმდინარეობს და ეს გადაწყვეტილება არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება.

ამასთან, ვოლსკის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, სისხლის სამართლის კოდექსის რომელ მუხლებზე გავრცელდება ამნისტია.

“2012 წლამდე იყო, როცა ადამიანის პატიმრობით ხმებზე ვაჭრობა ხდებოდა - ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ. ამნისტიის მიღება კარგი ჟესტია. თავიდან ამნისტიის ინიციატივა “გირჩს“ ეკუთვნოდა, თუმცა დიდი ხანია, რაც გუნდში მუშაობა მიდის. ახლა ვერ დავადასტურებ, თუ კონკრეტულად, რა მუხლებზე გავლენ.

ნუ დავუკავშირებთ ამას წინასაარჩევნო პერიოდს, ვინაიდან, თუ ადამიანი ამნისტიით გარეთ გამოვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ან მისი ოჯახის წევრები ხმას “ქართულ ოცნებას“ მისცემენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პარლამენტში “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი იქნება ინიცირებული. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მომზადებულია შესაბამისი მუხლების სია, რომელზეც ამნისტია გავრცელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს