ნინო ლაცაბიძე - მედალოსნების დაჯილდოების შემდეგ, ყოველ წელს ვარ  ამაყი და ბედნიერი, ამავე დროს  იმედიანი, რომ მომავალი თაობა ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს აუცილებლად გააგრძელებს

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ამფითეატრის სივრცეში, ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

2024 სასწავლო წლის საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მიღწეული წარმატება მიულოცა და სპეციალურ სიგელები გადასცა.

მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება რუსთავში, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მესამედ იმართება.

,,მედალოსნების დაჯილდოების შემდეგ, ყოველ წელს ვარ ამაყი და ბედნიერი, ამავე დროს იმედიანი, რომ მომავალი თაობა ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს აუცილებლად გააგრძელებს. ჩვენი ახალგაზრდები არიან ძალიან განათლებულები, მოტივირებულები და მათ ცხოვრების პირველ ეტაპზე დიდ წარმატებას უკვე მიაღწიეს. ჩვენი ქალაქის სახელით, დღეს 185 რუსთაველ ახალგაზრდას მივულოცეთ ეს პირველი წარმატება. დარწმუნებული ვარ, რომ მათი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ გვაქვს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთაველი მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიას, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, რუსთავის საკრებულოს ,,ფრაქცია ქართული ოცნების” წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები,რუსთავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და რუსთაველი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

,,ვულოცავ ყველა მედალოსანს. მიხარია და მეამაყება, რომ რუსთავს ამდენი ოქროს მედალოსანი ჰყავს. ვულოცავ რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს და წარმატებებს ვუსურვებ. ის ძალიან ზრუნავს თავის ქალაქზე და მინდა, რომ ყველა ჩანაფიქრი, რაც მას და მის გუნდს აქვს, აუცილებლად აუსრულდეთ”, - განაცხადა ბაია კვიციანმა.

რუსთავის მერის და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, წელს ოქროს მედალოსნებს ვერცხლის მედლის მფლობელი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ და ჯამში 185 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, მერიისგან ფულადი ჯილდო დაერიცხა.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე, მერიის ფულადი ჯილდოს გარდა, ოქროს და ვერცხლის მედალოსნებმა ტრადიციულად სხვა საჩუქრებიც მიიღეს. ღონისძიების სპონსორებისგან მათ ლოტოტრონით გათამაშებული პრიზები გადაეცათ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია