დონალდ ტუსკი ულტრამემარჯვენეებზე - მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ - პოლონეთში ეს ფატალური ტალღა ბოლო მომენტში შევაბრუნეთ, მოდით, ამას ფუჭად ნუ დავკარგავთ

მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ, - ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებას და ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ შექმნას.

„მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ. აღმოსავლეთსა თუ დასავლეთ ევროპაში ისინი უკვე არიან ხელისუფლებაში ან მისკენ ისწრაფვიან. ისინი ევროპარლამენტში ერთმანეთის რიგებში ერთიანდებიან. პოლონეთში ეს ფატალური ტალღა ჩვენ უკან ბოლო მომენტში შევაბრუნეთ. მოდით, ამას ფუჭად ნუ დავკარგავთ“, - წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი X-ზე.

ოფიციალური ინფორმაციით, ხმების დათვლის შედეგად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33,4% პროცენტით გაიმარჯვეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს