შარლ მიშელი ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ - ჩვენ, ყველამ ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვართ, მათ დასაძლევად ერთადერთი გზა ერთიანობაა

ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის პირველ დღეს შარლ მიშელმა ვიქტორ ორბანი ბრიუსელში მიიღო.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გამოწვევების დასაძლევად, ერთადერთი გზა ერთიანობაა.

„დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის პირველ დღეს, ვიქტორ ორბანი მივიღე, რათა ისეთი პრიორიტეტები განგვეხილა, როგორიცაა კონკურენტუნარიანობა, თავდაცვა, გაფართოება და სხვა. ჩვენ ყველამ ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვართ. მათ დასაძლევად ერთადერთი გზა ერთიანობა და გაერთიანებაა“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს, უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და მას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება