პოლიტიკური მოძრაობა - „თავისუფლების მოედანი“ დაფუძნდა

პოლიტიკური მოძრაობა - „თავისუფლების მოედანი“ დაფუძნდა.

ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია რიყის პარკში გაიმართება, სადაც საზოგადოებას პლატფორმის ხედვები, მიზნები და წევრები გააცნეს.

როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, პლატფორმაში გაერთიანებული არიან ახალი სახეები და არის ღია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ საჭიროა ერთად ბრძოლა.

როგორც მოძრაობის - „თავისუფლების მოედანი” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მოძრაობა შედგება არაპარტიული პროფესიონალი ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი საქმე სახელმწიფო დონეზე იციან.

“ეს პლატფორმა არის ღია, არის ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენი მანიფესტის ფასეულობებს, ვინც თვლის, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც საჭიროა ერთად ბრძოლა - საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული პერსპექტივის გადასარჩენად.

ჩვენ პლატფორმაში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ჩამოყალიბებული, შემდგარი, პროფესიონალები არიან. ისინი ამბობენ, რომ ახლა არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად საქართველოს მომავლისთვის.

ჩვენი პლატფორმა არავისთვის არ არის დაკეტილი. ჩვენ მოძრაობაში დგანან არაპარტიული პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც იციან საკუთარი საქმე და შეუძლიათ საქმის კეთება სახელმწიფო დონეზე”, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს