აჩი არველაძე - ევროპაზე ყველა თამაშზე გოლი შევაგდეთ, განსაკუთრებული მომენტები გვქონდა - გოლი ბოლო წუთზეც გამიტანია, მაგრამ ასეთი ბედნიერი წუთები, ნამდვილად არასდროს მქონია

შედეგი იყო არაჩვეულებრივი, ევროპაზეც გავედით და ყველა თამაშზე გოლი შევაგდეთ, ყველა თამაშზე განსაკუთრებული მომენტები გვქონდა, - ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა, აჩი არველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

აჩი არველაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შედეგად მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც ძალიან გაიზარდნენ.

„მწვრთნელებიც გაიზარდნენ, ჩვენმა ფეხბურთელებმაც მიიღეს გამოცდილება. საბოლოო ჯაში მაყურებელმაც, გულშემატკივარმაც. აღარ არიან აგრესიულები. აღარ არიან იმით დატვირთულები, რომ მაინც და მაინც ბევრი შეტევა უნდათ ან განსაკუთრებული რამის გაკეთება, თუ საბოლოო ჯამში შედეგს მივიღებთ. ჩვენ დაგვანახა ჩვენმა თამაშმა, რომ შესაძლებელია კარგად ვითამაშოთ. ხანდახან ცუდადაც ვითამაშოთ, მაგრამ რაღაც შედეგამდე მივიდეთ. ამას არ ჰქვია „რაღაც შედეგი“, ჩემი აზრით, შედეგი იყო არაჩვეულებრივი, ევროპაზეც გავედით და ყველა თამაშზე გოლი შევაგდეთ. ყველა თამაშზე განსაკუთრებული მომენტები გვქონდა. განსაკუთრებულად შეიძლება აღვნიშნო თურქეთთან შეხვედრა, 5-6 კარგი საგოლე მომენტი გვქონდა მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით. ჩეხეთთან ურთულეს თამაშზე ქულა ავიღეთ. და რა თქმა უნდა, პორტუგალია, რომელთანაც ფაქტობრივად უშეცდომოდ ვითამაშეთ დაცვაში და ყველა მნიშვნელოვანი შეტევა, რომელიც განვახორციელეთ, იყო სახიფათო“, - განაცხადა აჩი არველაძემ.

აჩი არველაძის თქმით, მიუხედავად ფეხბურთში მის მიერ მიღწეული წარმატებებისა, ასეთი ბედნიერი წუთები, როგორც მან გერმანიაში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობისას გაატარა არასოდეს ჰქონია.

„ძალიან ბევრი კარგი წუთები განმიცდია, როდესაც ვთამაშობდი. გოლი ბოლო წუთზეც გამიტანია და მნიშვნელოვანი გოლიც გამიტანია, ჩემს ძმებსაც გაუტანიათ და მათი სიხარულით მეც გამიხარია, მაგრამ ასეთი ბედნიერი წუთები, როგორც მე გერმანიაში გავატარე ჩემს შვილებთან ერთად, ნამდვილად არ მქონია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პირველი გოლი თურქეთთან. მე თვითონ მქონდა სრულიად განსხვავებული შეგრძნება, ვითომ ცხოვრებაში გოლი არ გაგვეტანოს, სტადიონზე არ ვყოფილვარ, ამის მსგავსი რამ მე არასდროს დამმართნია და ასეთი რამ განმიცდია, რაც განვიცადე თურქეთისთვის გატანილ პირველ გოლზე“, - განაცხადა აჩი არველაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო