ვედანტ პატელი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ - გვაქვს საკითხები, რომლებსაც მათთან აუცილებლად განვიხილავთ

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომლებსაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა აშშ-ში ქართველი ოფიციალური პირების ვიზიტების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„რაც შეეხება საქართველოს, ვიცი, რომ ამ ბრიფინგის ოთახში ცოტა ხნის წინ მიღებულ ზოგიერთ კანონზე საუბარს დიდი დრო დავუთმეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე, საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომელთაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.

მისივე თქმით, არსებობს საკითხები, რომლებსაც ქართველ ოფიციალურ პირებთან ამერიკული მხარე აუცილებლად განიხილავს.

„რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ამ კონკრეტულ კანონს ეხება, თქვენ მოისმინეთ, როგორც ჩემგან, ისე მეთისგან (მილერი) იმ ბევრი პრობლემის შესახებ, რომლებიც გვაქვს და როგორ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და გვაქვს სხვა საკითხები, რომლებსაც, ეჭვი არ გვეპარება, რომ მათთან აუცილებლად განვიხილავთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს