სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი

სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ კორეის დედაქალაქის მერიასთან ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 70 წლამდე მამაკაცი დააკავა.

მძღოლის განცხადებით, შემთხვევა ავტომობილის უეცარმა აჩქარებამ გამოიწვია.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!