თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, კონგრესმენ ჯო უილსონს და სენატორ რობერტ უიკერს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, კონგრესმენ ჯო უილსონს და სენატორ რობერტ უიკერს შეხვდა. ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, თინა ბოკუჩავამ მათ კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი „მეგობარი აქტის“ და სენატში ქართველი ხალხის აქტის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე ისაუბრებს იმ სიკეთეებზე, რომელსაც მეგობარი აქტი ითვალისწინებს, მათ შორის აშშ-თან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას და მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება