უკრაინის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდება, - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მდივანი ოსტინი და მინისტრი უმეროვი უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და აშშ-სა და უკრაინას შორის თავდაცვის პარტნიორობის გაძლიერების გზებს განიხილავენ“, - განაცხადა საბრინა სინგმა.

დღეს, ვაშინგტონში, უკრაინის დელეგაცია, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მეთაურობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს შეხვდება, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება