აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - ჩინელმა ინფლუენსერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს, მათ შორის იყო აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანის ლაო ჯინ ჯაოს შთამომავალი

ჩინელმა ინფლუენსერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს, მათ შორის იყო აჭარაში ჩაის კულტურის შემომტანის ლაო ჯინ ჯაოს შთამომავალი,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, გარდა რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა, მედიატურის მონაწილეები ჩაქვში ლაო ჯინჯაოს ყოფილ აგარაკს, ნობელებისა და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმებს სტუმრობდნენ, სადაც ჯინჯაოს ნივთებია წარმოდგენილი.

„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კი სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ლაო ჯინ ჯაოს ლანჩის იმიტაციას დასწრებოდნენ, სადაც ქართული ჩაისა და კერძების პრეზენტაცია გაიმართა. აღსაღნიშნავია, რომ უკვე დაგეგმილია ჩაქვში მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სახლის რეაბილიტაცია, რითიც რეგიონს კიდევ ერთი ტურისტული ადგილი შეემატება.

ჩინელი ინფლუენსერების მედიატური რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა. მიმდინარე წელს, უწყებამ 25-მდე მედიატურის ფარგლებში უკვე უმასპინძლა 100-მდე ჟურნალისტსა და ინფლუენსერს. შედეგად, აჭარის მრავალფეროვან საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს 15-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში გაეცნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება