ლევან ჟორჟოლიანი - 22:00 საათზე დაიწყება ღონისძიება, ყველა ფეხბურთელს ექნება საშუალება, მიმართოს გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით

მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართება ღონისძიება, სადაც გულშემატკივარს ექნება საშუალება, მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 22:00 საათზე დაიწყება ღონისძიება, ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ამ უდიდესი დადებითი ემოციებისთვის და შესანიშნავი თამაშისთვის, რომელიც მათ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენეს. დებიუტანტი გუნდისთვის ეს იყო უპრეცედენტოდ დიდი წარმატება, რომელიც ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით ვაორგანიზებთ ღონისძიებას, გულშემატკივარს ექნება საშუალება მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს. 21:00 საათიდან გულშემატკივარს ველოდებით თავისუფლების მოედანზე, ხოლო 21:30 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყებენ გადაადგილებას ფეხბურთელები ჭავჭავაძის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე დაიწყება უშუალოდ ღონისძიება. ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, მათ ექნებათ საშუალება, მიმართონ გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით, რითაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას ჩვენი საამაყო ფეხბურთელების მიმართ“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს