გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდო რჩევებს ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდო რჩევებს ავრცელებს. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.

„საგამოცდო ცენტრში შესვლისთანავე ჩააბარეთ ტელეფონი და ყველა ზედმეტი ნივთი;

ტესტზე მუშაობის დაწყება შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;

არ დააწყოთ სამუშაო მაგიდაზე ზედმეტი ნივთები. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე; გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. არ შეიძლება მისი გადაკეცვა ან დაზიანება;

შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლები რჩება ცენტრში. ის პასუხების ფურცელთან ერთად უნდა ჩააბაროთ მეთვალყურეს მუშაობის დასრულებისას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება