გია ვოლსკი - არა, აშშ-სგან სანქციებს არ ველოდები - კრიტიკაც კი უსამართლოდ მიმაჩნია, ვინაიდან გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე არის ევროპასა და აშშ-ში!

არა, არ ველოდები [აშშ-გან სანქციებს], რადგან სამართლიანობის თემას დღის წესრიგიდან ვერანაირად ვერ მოვხსნი - კრიტიკაც კი უსამართლოდ მიმაჩნია, ვინაიდან გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე არის ევროპასა და აშშ-ში! - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით აშშ-ს მხრიდან კიდევ მეტ რეაგირებას უნდა ველოდოთ.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყოველდღიურად ელიან, რომ პარტნიორი ქვეყნებიდან ან არასამთავრობო ორგანიზაციების დამფინანსებლებიდან ვინმე განაცხადებს, რომ გამჭვირვალობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ საქმიანობაში არ უნდა იყვნენ ჩართული.

ვოლსკის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სავსებით ნორმალურია და ევროპულ სტანდარტს შეესაბამება.

“მოვისმინეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის განცხადება, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ვერაფერს გეტყვით, რა შედეგებზე გავლენ - დაველოდოთ შემდგომ განცხადებებს.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთი გამჭვირვალობისთვის ვითომ და მზად იყვნენ, შემდეგ კი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნდა სწორედ ამან განაპირობა.

ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტული პროგრამების დაფინანსების გამჭვირვალობას ვითხოვთ. ამაში არაფერია ისეთი, რაც რუსულ კანონს ჰგავს და იმ ინტერესს შეესაბამება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია, რათა არ მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსის დესტაბილიზაციისთვის გამოყენება.

სამწუხაროდ, ვიხილეთ მაგალითი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მიტინგზე იდგნენ და მთავრობის გადაყენებასა და ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვდნენ. ბომბებსაც კი ითხოვდნენ იმის გამო, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო.

გვაქვს მაგალითი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლა გააყალბა, რამაც სერიოზული აჟიოტაჟი, დაპირისპირება გამოიწვია და დესტაბილიზაციის საკმაოდ სერიოზული წინაპირობა შექმნა.

შარლ მიშელის შეთანხმებით არასამთავრობო ორგანიზაციებსაც საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აეღოთ, მაგრამ კვლავ პოლიტიკურ ველზე, პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე დარჩნენ.

გამომდინარე აქედან, ჩვენს მიერ მიღებული კანონი სავსებით ნორმალური და ევროპული სტანდარტისაა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს