პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აჭარაში, მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის ტრენინგი ჩაატარა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აჭარაში, საჯარო სექტორის მონაცემთა დაცვის ოფიცრებს ტრენინგი ჩაუტარა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, საინფორმაციო-პრაქტიკული შეხვედრა სამსახურის უფროსმა გახსნა. ლელა ჯანაშვილმა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მონაცემთა დაცვის ოფიცრების როლს და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, სამომავლოდ, სამსახურის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

„ტრენინგს სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი გაუძღვა. თენგიზ მამულიამ ახალი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები მიმოიხილა და მონაცემთა დაცვის ოფიცრების საქმიანობაში გასათვალისწინებელ პრაქტიკულ რჩევებზე ისაუბრა.

საინფორმაციო შეხვედრას აჭარის საჯარო სექტორის 150-მდე მონაცემთა დაცვის ოფიცერი დაესწრო. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, თენგიზ მამულიამ მონაცემთა დაცვის ოფიცრების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლობა აჭარაშიც ფუნქციონირებს (მისამართი: ბათუმი, ბაქოს ქუჩა, #48,) სადაც საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო პრაქტიკული შეხვედრა კერძო სექტორის მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის ბათუმში, ხვალ, 3 ივლისს გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება