გია ვოლსკი - თქვენ მიგაჩნიათ, რომ მე ცალ ფეხზე უნდა ვიხტუნაო და როცა უცხოელი თანამდებობის პირი რამეს იტყვის, თავდახრილმა, ქედმოხრილმა ვილაპარაკო - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში“ პრორუსული არაფერია

თქვენ მიგაჩნიათ, რომ მე ცალ ფეხზე უნდა ვიხტუნაო და როდესაც უცხოელი მაღალი რანგის თანამდებობის პირი რაიმეს იტყვის, თავდახრილმა, ქედმოხრილმა ვილაპარაკო - ჩემი და სახელმწიფოს პოზიციაა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში“ პრორუსული არაფერია და აღნიშნული კანონის მიღებით ქვეყანა საკუთარ ინტერესებს იცავს, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, “საქართველომ იმ ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა უნდა მოითხოვოს, რომელიც პოლიტიკური ბრძოლის და რადიკალიზაციის წინა ხაზზე არიან“.

“თქვენ რომელიმე უცხოელის განცხადებას უსმენთ - მაგალითად, რუსთაველზე ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ, რომელთაც განაცხადეს, რომ შექმნილ ვითარებაში სწორედაც რადიკალიზაცია და დესტაბილიზაციაა მისაღები და საჭირო. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სწორედ ასე იწყებოდა მაიდანი უკრაინაში და ძალიან სწორი და კარგია, როდესაც უცხოელი მაღალჩინოსნები მიტინგებზე გამოდიან და ხალხს დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებენ. თქვენ მათი განცხადებები მოგწონთ და ჩემი განცხადებები არ მოგწონთ. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ისინი არიან სიტუაციის განმკარგველები საქართველოში და მე არაფერს წარმოვადგენ. გინდათ, რომ მე თავი დავხარო, თავზე ნაცარი დავიყარო და ვთქვა, რომ რამეში დამნაშავეები ვართ - არაფერში! საქართველომ უნდა მოითხოვოს იმ ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა, რომელიც პოლიტიკური ბრძოლის და რადიკალიზაციის წინა ხაზზე არიან.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში პრორუსული არაფერია და აღნიშნული კანონის მიღებით ქვეყანა საკუთარ ინტერესებს იცავს!“, - მიმართა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება