პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შორის კულინარიული კონკურსი 2024 გაიმართა

კულინარიის კონკურსი, თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის, ასევე კოლეჯ იკაროსის ინიცირებითა და ჩართულობით - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერითა და კერძო სექტორის ჩართულობით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსში მონაწილეობას, საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან, 12 საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ წარმოდგენილი თითო სტუდენტი იღებდა.

კონკურსის მიზანია პროფესიული განათლებისა და კულინარიის, როგორც პროფესიის პოპულარიზება. ასევე, უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტის განვითარების ხელშეწყობა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

მათივე ინფორმაციით, კონკურსი, როგორც კარგი პლატფორმა, ხელს უწყობს წარმატებული სტუდენტების წარმოჩენასა და ჯანსაღი კონკურენციის პირობების წახალისებას კერძო სექტორის, როგორც დამსაქმებლის წინაშე.

მათი ცნობით, კონკურსი, კოლეჯ „იკაროსის“ ბაზაზე, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა წინასწარ მიღებული დავალების საფუძველზე მოამზადეს მთავარ კერძი. კომპეტენტურმა ჟიურიმ მონაწილეები წინასწარ შედგენილი კრიტერიუმებით შეაფასა, რის საფუძველზეც გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი ადგილი კოლეჯ „იკაროსის“ სტუდენტმა, ბექა გველებიანმა, მეორე ადგილი კოლეჯ “მერმისის” სტუდენტმა იაგო ელოშვილმა, ხოლო მესამე ადგილი კოლეჯ “თეთნულდის“ სტუდენტმა სოფო კახბერიძემ დაიკავა.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ირინე მარგიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული დეპარტამენტის უფროსმა თამარ კვინიკაძემ გახსენეს. კონკურსანტებს, სერტიფიკატები და ჯილდოები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე წულაძემ გადასცა, ასევე მონაწილეები როგორც კერძო-ისე საჯარო სექტორიდან, სფეროს წამყვანმა ორგანიზაციებმაც დააჯილდოვეს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის გადაღებაზე თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სტუდენტები მუშაობდნენ.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები: „იკაროსი“, „ბლექსი“, „ახალი ტალღა“, „ოპიზარი“, „თეთნულდი“, „ჰორიზონტი“, „მერმისი“, „მოდუსი“, „პრესტიჟი“, „იბერია“, “ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი“ და „ლაკადა“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება