ლევან იოსელიანი - სამძიმარს ვუცხადებ ტრაგიკულად დაღუპულ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს და საქართველოს თავდაცვის ძალებს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პილოტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის თავდაცვის საქმეში, მათ შორის კი განსაკუთრებულია საჰაერო სარდლობის მფრინავების როლი. სამძიმარს ვუცხადებ დღეს ტრაგიკულად დაღუპულ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს და საქართველოს თავდაცვის ძალებს“, - წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

ბოლნისში თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა რამდენიმე საათის წინ განიცადა. დაღუპულია პილოტი.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს