დონალდ ტუსკი - ვერ წარმომიდგენია, რომ გერმანია ევროპის საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ლიდერი არ იქნება

ვერ წარმომიდგენია, რომ გერმანია ევროპის საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ლიდერი არ იქნება, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვერ წარმომიდგენია, რომ გერმანია ევროპის, მათ შორის პოლონეთის, საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ლიდერი არ იქნება. პოლონეთმა, როგორც მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთმა უდიდესმა მსხვერპლმა და გერმანიამ, როგორც ამ ნგრევის, მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიის ჩამდენმა, დღეს, როგორც თავისუფალმა, დემოკრატიულმა, ევროპულმა ქვეყნებმა, ევროპის უსაფრთხოება ერთობლივად და ეფექტურად უნდა უზრუნველყონ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ პოლონეთის უსაფრთხოება გერმანიის უსაფრთხოებას ნიშნავს.

„უფრო ზუსტად ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს ბალტიის რეგიონში წამყვანი როლი ვიკისროთ, ნატო-სა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის ფარგლებში“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება