საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ფარგლებში, პროექტში ჩართული ახალგაზრდები ქართულ-პოლონური სპექტაკლზე მუშაობენ, რომლის ჩვენებაც გორსა და სოფელ დიცში გაიმართება

საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ფარგლებში, პროექტში ჩართული ახალგაზრდები ქართულ-პოლონური სპექტაკლზე მუშაობენ, რომლის ჩვენებაც გორსა და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცში გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას გორიც მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტში ჩართულები არიან გორსა და დიცში მცხოვრები ახალგაზრდები. ფესტივალის ფარგლებში გორში იმყოფებიან რეჟისორები და მსახიობები პოლონეთიდან, ირანიდან, იტალიიდან და უკრაინიდან. ფესტივალის ფარგლებში, ერთობლივი პროექტის გარდა, მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის პერფორმანსებზე მუშაობა.

„ფესტივალი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საგრანტო კონკურსის “საჯარო დიპლომატია 2024” და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

საერთაშორისო კინოსა და თეატრის ფესტივალი ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე’’

მიზნად ისახავს ახალგაზრდები დაეუფლონ კინოსა და თეატრის სამსახიობო ხელოვნებას, შეისწავლონ ფილმების გადაღება- მონტაჟი და ცეკვისა და სიმღერის მრავალფეროვანი მიმართულებები.

ქართულ - პოლონური სპექტაკლი და პერფორმანსები წარმოდგენილი იქნება:

პერფორმანსი „გუშინ - ხვალ - დღეს“ - 5 ივლისი, 18:30 საათი - გორი, მიწისქვეშა გადასასვლელი;

პერფორმანსი „ძალა ერთობაშია“ - 6 ივლისი, 20:30 საათი - სოფელი დიცი (ცენტრი, ბიბლიოთეკის მიმდებარედ);

პერფორმანსები: „ძალა ერთობაშია“, „ისტორიები ჩვენი სახლიდან“ - 7 ივლისი, 20:30 საათი - გორი, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის შიდა ეზო. დასწრება თავისუფალია”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება