საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საქართველო-მონტენეგროს მეგობრობის ჯგუფი მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრია მანდიჩმა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრია მანდიჩმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა გამოხატა.

„მხარეებმა იმსჯელეს საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პარლამენტების კომიტეტების და აპარატების თანამშრომლობასთან დაკავშირებით. აღინიშნა ორივე ქვეყანაში საელჩოების გახსნის და პირდაპირი ავიამიმოსვლის შემოღების მნიშვნელობა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან:

მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება