ანონსი  3 ივლისი

3 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი თბილისი პალასში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ პროექტს „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ იწყებს.

პროექტის პრეზენტაციას იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე დაესწრებიან.

მის: თელავის ქ.20

3 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სოციალურ და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული მოძრაობის ძირითად აქტორებზე 18 თვის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

საკონტაქტო პირი: მარიამ ჩიტიშვილი ტელ: 599899627

3 ივლისს, 13:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ირგვლივ გაერთიანებული პარტიების ლიდერები ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდებიან.

თემა: „პატრიოტთა ალიანსისთვის“ საარჩევნო კომისიის წევრების უკანონო წართმევა!“

მის: ცესკო, დავით აღმაშენებლის ხეივანი N138.

საკონტაქტო: 591949545ლელა გიორგაძე

3 ივლისს, 16:00 საათზე, პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239

(C კორპუსი, II სართული)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება