Reuters - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინას ნატო-ს სამიტზე საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით კარგი სიახლე ელოდება

უკრაინა მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით "კარგ სიახლეს" მიიღებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

"ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ სამიტზე მისვლას და საჰაერო თავდაცვის შესახებ ახალი განცხადებების გაკეთებას. გსმენიათ, რომ უკრაინელებს სურთ დამატებითი Patriots-ის ან მსგავსი სისტემები და ვფიქრობ, ჩვენ გვექნება დამატებითი კარგი ამბები მათთვის ამ კუთხით", - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

უკრაინის ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში მოუწოდებენ თავიანთ მოკავშირეებს მიაწოდონ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რათა დაიცვან თავი რუსეთის ძალების ხშირი სარაკეტო და დრონებით თავდასხმებისგან 2022 წლის შეჭრის შემდეგ.

შეგახსენებთ, ალიანსის ლიდერები ნატო-ს სამიტზე ვაშინგტონში, 9- 11 ივლისს შეიკრიბებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს