ჯო ბაიდენის განცხადებით, ფრენის გამო გადაღლილს დებატების დროს კინაღამ ჩაეძინა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღიარა, რომ საპრეზიდენტო დებატებზე მისი გამოსვლა საუკეთესო არ იყო, თუმცა მან, ამის მიზეზად, საზღვარგარეთ განხორციელებული ორი ვიზიტის დროს ფრენით გადაღლილობა დაასახელა.

„არ მქონდა საუკეთესო ღამე. გადავწყვიტე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე მოგზაურობა, 100-მდე დროის ზონის გავლით დებატებამდე. არ მოვუსმინე ჩემს შტაბს, დავბრუნდი და კინაღამ სცენაზე ჩამეძინა. ამას გამართლება არ აქვს, თუმცა ეს არის ახსნა“, - განაცხადა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ოფიციალური პირების მტკიცებით, ბაიდენი დებატების დროს გაციებული იყო, თუმცა, თავად პრეზიდენტს, ეს მიზეზი არ უხსენებია.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი ივნისში საფრანგეთსა და იტალიაში იმყოფებოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება