გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს.

„დღეს ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დავიწყეთ. პირველ რიგში, წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ გამოსაცდელს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთელ გუნდს. მნიშვნელოვანია, რომ მთელი წელი აქტიურად ვემზადებოდით ამ დღისთვის. წელს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, რომელიც 47 000-ზე მეტ აბიტურიენტს მიიღებს.

საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია გამოსაცდელების მისაღებად - ყველა სივრცე აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, გამართულია გაგრილების სისტემა და ცენტრებში უზრუნველყოფილია მშვიდი და უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეულ აპლიკანტს აქვს თავისი ცოდნისა და უნარების გამოვლენის მაქსიმალური შესაძლებლობა. განსაკუთრებით ემოციური დღეა აბიტურიენტებისა და მშობლებისთვის. მინდა, ვურჩიო მათ, რომ არ ინერვიულონ, რადგან ჩვენ ყველანი ვზრუნავთ ახალგაზრდებისთვის შესაბამისი გარემოსა და პირობების შექმნაზე.

კიდევ ერთხელ, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, თითოეულ აბიტურიენტს სასურველ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ვუსურვებ“, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება