Politico - ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად „კრემლთან გარიგების“ ვარიანტს განიხილავს, რაც ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმას და უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ნიშნავს

დონალდ ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად „კრემლთან გარიგების“ ვარიანტს განიხილავს, რაც ნატო-ში გაწევრიანებაზე უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმას და უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ნიშნავს, - ამის შესახებ სტატიას Politico აქვეყნებს, რომელშიც ნატო-სთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმებზეა საუბარი.

Politico აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან დაახლოებულ ეროვნული უსაფრთხოების ორ ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ ნატო-სთან დაკავშირებით არსებულ გეგმებში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის გუნდის გეგმის ნაწილი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას ითვალისწინებს, რაც ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას გამორიცხავს, ასევე, გეგმა მოიცავს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს იმის შესახებ, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილი შეიძლება დარჩეს მოსკოვის კონტროლის ქვეშ.

როგორც Politico წერს, ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ექსპერტის ცნობით, დონალდ ტრამპი „ასეთი იდეებისთვის ღიაა“, მაგრამ მაგიდაზე სხვა ვარიანტებიც დევს, მათ შორის ის, რომ აშშ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან დებატებში განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულება საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე შეუძლია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს