ნიდერლანდების თავდაცვის ახალი მინისტრი - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რამდენადაც შეუძლია და რამდენადაც საჭიროა - ჩვენ და მოკავშირეები ერთიანი ვართ გადაწყვეტილებაში

ნიდერლანდების თავდაცვის ახალი მინისტრის განცხადებით, იგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

ნიდერლანდების თავდაცვის ახალმა მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს თანამდებობაზე დანიშვნის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინას, რამდენადაც შეუძლია და რამდენადაც საჭიროა. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ჩვენს გადაწყვეტილებაში გაერთიანებულები ვართ, უკრაინას მშვიდობა და უსაფრთხოება დავუბრუნოთ“, - განაცხადა რუბენ ბრეკელმანსმა.

ბრეკელმანსმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაძლიერებასა და რუსტემ უმეროვთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.

შეგახსენებთ, გუშინ, ნიდერლანდების ახალმა მემარჯვენე მთავრობამ ფიცი დადო. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი გახდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება