ჯაბა სამუშიამ აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე წარმატება უსურვა.

რექტორის განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო! წარმატებებს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს! თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი არჩევანის წინაშე დგახართ. გისურვებთ, ეს გამოწვევა წარმატებით დაგეძლიოთ! თქვენ ახალ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ ცხოვრების ამ საინტერესო ეტაპზე. გახსოვდეთ, რომ ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი განაპირობებს ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს. ამ ქვეყნის მომავალი კი თქვენს ხელშია! მინდა საგანგებოდ გამოვყო ის აბიტურიენტები, რომელთაც არჩევანი თსუ-ზე - რეგიონში უძველეს და №1 უნივერსიტეტზე გააკეთეს. გისურვებთ წარმატებას! გელით თსუ-ში!“ - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება