პაატა მანჯგალაძე - ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები რეჟიმთან, რომელიც წინ ევროპისკენ გზას უხერგავს ქვეყანას

ევროპა გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმ სიკეთეებისთვის, რომელსაც ათასობით და ათიათასობით ევროს სახით საქართველოს მოქალაქე მიიღებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები „რეჟიმთან, რომელიც ქვეყანას წინ ევროპისკენ გზას უხერგავს“.

გარდა ამისა, მანჯგალაძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთხელ. მათ გამოავლინეს წარმატებისთვის საჭირო ყველა თვისება, ირწმუნეს, იბრძოლეს და გაიმარჯვეს.

მათი გამარჯვება ეკუთვნის საქართველოს და რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება მის დასაკუთრებას, ეს არ გამოუვა და ეს ნათლად გამოჩნდა გუშინ.

ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა მოსაგები აქვს რეჟიმთან, რომელიც ქვეყანას წინ ევროპისკენ გზას უხერგავს.

ევროპა გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმ სიკეთეებისთვის, რომელსაც ათასობით და ათიათასობით ევროს სახით საქართველოს მოქალაქე მიიღებს. ჩვენ შეგვიძლია! ჩვენ შევცვლით! ძალა ერთობაშია!”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება