გიორგი ბოტკოველი - საერთაშორისო ასპარეზზე არ დარჩენილა პარტნიორი, ან რომელიმე პოლიტიკოსიც კი, რომელიც არ ამბობდეს იმას, რომ დღეს ქვეყანა რეალურად უნდა იდგეს ევროპის გზაზე, მაგრამ ხელისუფლება უხვევს ამ გზიდან

ჩვენ მოვისმინეთ ევროპის საბჭოს განცხადება და დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე არ დარჩენილა „ქართული ოცნების“ არცერთი პარტნიორი, ან რომელიმე პოლიტიკოსიც კი, რომელიც არ ამბობდეს იმას, რომ დღეს ქვეყანა რეალურად უნდა იდგეს ევროპის გზაზე, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება უხვევს ამ გზიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს ევროპის სტრუქტურები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით მსგავსი მწვავე განცხადებები არ გაეკეთებინა.

„არ არსებობს ევროპის სტრუქტურები, რომლებსაც მსგავსი მწვავე განცხადებები არ გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებასთან და „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ხელისუფლებამ მაინც გაიტანა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპის საბჭოს განცხადება და ამას საუბრობს ჩვენი ყველა პარტნიორი. დღეს, არ დარჩენილა საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნების“ არცერთი პარტნიორი ან რომელიმე პოლიტიკოსიც კი, რომელიც არ ამბობდეს იმას, რომ დღეს ქვეყანა რეალურად უნდა იდგეს ევროპის გზაზე, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება უხვევს ამ გზიდან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ ეს შეფასებები გავლენას იქონიებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ჩვენ ერთად დავამარცხებთ ხელისუფლებას, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს