ბესიკ ამირანაშვილი აბიტურიენტებს - გისურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სწავლის სასურველ უნივერსიტეტში გაგრძელებას

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურება და აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამირანაშვილის თქმით, ახალციხეში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, ისევე როგორც სხვა 11 ქალაქში, ყველა პირობაა შექმნილი, რათა აბიტურიენტებმა მშვიდ და შესაბამის გარემოში შეძლონ გამოცდების ჩაბარება.

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქშია გახსნილი. მათ შორის, ახალციხეშიც, სადაც შესაბამისი პირობებია შექმნილი, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა მშვიდ გარემოში შეძლონ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა.

მინდა თითოეულ აბიტურიენტს, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს, ვუსურვო გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სწავლის სასურველ უნივერსიტეტში გაგრძელება.

მჯერა, თქვენი სურვილები სულ მალე რეალობად იქცევა და თქვენი ცოდნით, შრომისმოყვარეობითა და პატრიოტიზმით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარების გზაზე“, - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

საქართველოს მასშტაბით, 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, რომელიც 47 000-ზე მეტ აბიტურიენტს მიიღებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს