გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი - იმედგაცრუებულები ვართ, რომ გენდერული კვოტირების საკითხზე ძალისხმევა ქართველ ხალხთან სათანადო კონსულტაციის, დისკუსიის გარეშე გაუქმდა

ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ძალისხმევა რამდენიმე დღეში, ქართველ ხალხთან სათანადო კონსულტაციის, დისკუსიის გარეშე გაუქმდა, - ამის შესახებ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ძალისხმევა რამდენიმე დღეში, ქართველ ხალხთან სათანადო კონსულტაციის, დისკუსიის გარეშე გაუქმდა, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ პოლიტიკური პარტიები მიიღებენ ზომებს, რათა ქალები პოლიტიკურ პარტიებში წარმოდგენილი იყვნენ და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი, გადაწყვეტილების მიმღები, კვოტის დაბრუნების საკითხს გადახედავს, კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლით, რადგან ამ დროისთვის ის 25%-ია და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში სრულ პარტიულ თანაფარდობას, ანუ 50/50-ს მივაღწევთ“, - განაცხადა კაორი იშიკავამ.

„საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება იმისა, საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნის შესაბამისად დააკომპლექტონ. ამავე პროექტით, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო